Jump to content
Planeta.Ge

პეტრე იბერი (411-491)


Recommended Posts

პეტრე იბერი (411-491)

 

http://s55.radikal.ru/i147/0812/d7/ca65f719b85a.jpg

 

რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით - ნაბარნუგი). იყო შვილი იბერიის მეფის ბუზმარისა. ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12-14 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს, სადაც ჩინებულად ისწავლა ბერძნული და სირიული ენები და სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წამოყოლილ ცნობილ ქართველ ფოლოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც "მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს". მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა. იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, გამოიცვალეს სახელები - მურვანი-პეტრედ, ხოლო მითრიდატე-იოანედ იწოდებიან. 445 წელს მღვდლად ეკურთხნენ, საბოლოოდ კი მაიუმში დამკვიდრდნენ, ღაზის მახლობლად, და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ. იერუსალიმში პეტრემ ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ და ქართულ ისტორიოგრაფიაში ასურელ მამათა სახელით გახდნენ ცნობილნი.

 

პეტრე იბერი ავტორია დიდმნიშვნელოვანი წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, პეტრე იბერი დიონისე არეოპაგელის სახელს ამოეფარა.

 

დიონისე არეოპაგელი პირველი საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწე იყო. VI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა მისი თხზულებანი, რომლებიც სწრაფად გავრცელდა და ითარგმნა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ეჭვი, რომ შეუძლებელია, "არეოპაგიტული წიგნების" დამწერი იყოს პირველი საუკინის მოღვაწე, ამიტომ ავტორს ეწოდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. 1942 წელს ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ, 1952 წელს კი ბელგიელმა ერნსტ ჰონიგმანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხადასხვა საბუთის მოხმობით გამოთქვეს ვარაუდი, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი არის პეტრე იბერი. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად დღესაც ქვეყნდება სხვა მეცნიერთა მოსაზრებანი.

 

არეოპაგიტულმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეთა აზროვნებაზე. ქრისტიანობისა და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზი იქცა ჯერ რუსთაველის მსოფლმხედველობის, შემდეგ კი ევროპული რენესანსის საფუძვლად.

 

ქართულმა ეკლესიამ მხოლოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე აღიარა პეტრე იბერის ღვაწლი და იგი წმინდანად შერაცხა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...