Jump to content
Planeta.Ge

რევაზ ინანიშვილი (1926-1991)


Recommended Posts

რევაზ ინანიშვილი (1926-1991)

 

http://s57.radikal.ru/i156/0812/90/e8531e830300.jpg

 

ქართველი მწერალი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ჰუმანიზმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა.

 

დაიბადა სოფელ ხაშმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1960 წლიდან მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში", 1989 წლიდან გარდაცვალებამდე - საბავშვო ჟურნალ "დილას" რედაქტორად. 1950 წელს ალმანახ "პირველ სხივში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "სახსოვარი", ხოლო 1953 წელს გამოვიდა მისი კრებული "პირველი მოთხრობები". 1977 წელს მიიღო რუსთაველის სახელობის პრემია საბავშვო კრებულისათვის "შორი თეთრი მწვერვალი". მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ჰუმანიზმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა. ინანიშვილის ნაწარმოებები მშობლიური კახური იუმორითაა გაჯერებული, მისი გმირები თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრებიდან აღებული რეალური პერსონაჟები არიან, ასევე რეალური ყოფითა და პრობლემებით. მათ ცხოვრებას მწერალი საოცარი მგრძნობელობით, სისადავითა და იშვიათი ოსტატობით გადმოსცემს. რევაზ ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი: თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მწერლის მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ესტონურ, სომხურ, უკრაინულ, ლიტვურ, უნგრულ ენებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...