Jump to content
Planeta.Ge

პავლე ინგოროყვა (1893-1983)


Recommended Posts

პავლე ინგოროყვა (1893-1983)

 

http://i030.radikal.ru/0812/98/a777e8bc7356.jpg

 

ქართველი ლიტერატურათმცოდნე.

 

დაიბადა ქ. ფოთში. 1912-15 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1924-25 წლებში რედაქტორობდა ჟურალ "კავკასიონს". 1928 წელს დააარსა გამომცემლობა "ქართული წიგნი". 1929-39 წლებში განაგებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, იყო "დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" რედაქციის განყოფილების გამგე.

 

პავლე ინგოროყვას პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია VIII-X სს, წ. I, ტექსტები" (1913) ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლთა შესწავლისა და გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. 1914 წლიდან მისი გამოკვლევები იბეჭდება სამეცნიერო კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში. მის ფუნდამენტურ ნაშრომში "გიორგი მერჩულე" (1954) ფაქტობრივად განხილულია V-X საუკუნეების მთელი ქართული სასულიერო პოეზია, გამოვლენილი და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებანი. ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1953, 1971). ავტორია მონოგრაფიებისა: "რუსთაველიანა" (1926) და "რუსთაველიანას ეპილოგი" (1963). მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1938), "აკაკი წერეთელი" (1940), "ილია ჭავჭავაძე" (1951). გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის თხზულებანი. მისივე რედაქტორობით გამოიცა გ. მერჩულეს "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა", "ჩვენი საუნჯის" VI ტომი. თანარედაქტორია "შაჰ-ნამეს" II ტომის, "ვისრამიანის" და "ქილილა და დამანას" გამოცემებისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...