მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 მერაბ კოსტავა (1939-1989) http://s58.radikal.ru/i161/0812/f0/bfbd9530037a.jpg საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი. დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ-ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ. 1946 წელს შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში, სადაც გაიცნო ზვიად გამსახურდია. მეგობრებს საერთო მიზანი აერთიანებდათ-სამშობლოს თავისუფლება. 1956 წელს, მეათე კლასის მოსწავლე, პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. 1958 წელს მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში - სურს გახდეს პიანისტი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. არის ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი, მაგრამ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდება. 1977 წლიდან 1987 წლამდე კიდევ რამდენჯერმე აპატიმრებენ. ბოლოს სამშობლოში ბრუნდება და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძობს ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან მოხდა ავტოკატასტროფა. ამ ავტოკატასტროფის შედეგად, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მერაბ კოსტავა. წერდა ლექსებს. 1978 წელს ამერიკის კონგრესმა წარადგინა ნობელის მშვიდობის პრემიაზე. თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.