Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ლეონიძე (1899-1966)


Recommended Posts

გიორგი ლეონიძე (1899-1966)

 

http://s47.radikal.ru/i118/0812/97/9049ee1d3543.jpg

 

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახალხო პოეტი.

 

გიორგი ლეონიძე 1907 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, სადაც ასწავლიდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ვ. ბარნოვი, ნ. სულხანიშვილი, კ. კეკელიძე და სხვები. სწორედ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაუღვივდა მომავალ პოეტს უზომო სიყვარული სამშობლოსა და მშობლიური ენის მიმართ. სწავლის დროსვე რედაქტორობდა ის ხელნაწერ ჟურნალებს "ფუტკარი" და "ფანდური". 1916 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ალმანახი "საფირონი", ხოლო 1922 წელს - გაზეთი "ბახტრიონი".

 

1918 წლიდან ლეონიძე "ცისფერყანწელებს" დაუახლოვდა. ეს წლები ერთგვარი "ოსტატობის სკოლა" გამოდგა მისთვის. 1921 წელს მან ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული "რევოლუციის პოეტები".

 

გიორგი ლეონიძის პოეზიამ თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება საოცარი თვითმყოფობითა და ღრმა ეროვნული ხასიათით. მისმა ლირიულმა შედევრებმა "ნინოწმინდის ღამე", "სიმღერა პირველი თოვლისა", "მყვირალობა", "ყივჩაღის პაემანი", ასვევე ქვეყნის წარსულისადმი მიძღვნილმა ლექსებმა "წიგნი "ქართლის ცხოვრება", "მინაწერი "ქართლის ცხოვრებაზე", "წინაპრებს", "მე ვკითხულობდი "ქართლის ცხოვრებას" და სხვა, იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი ქართულ პოეზიაში.

 

აღსანიშნავია, რომ პოეტის თაოსნობით 30-იან წლებში დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც შემდგომ საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და რომელიც ამჟამად მისი სახელობისაა. მანვე დააარსა ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში. 1940-48 წლებში ლეონიძე "ლიტერატურული მემკვიდრეობის" რედაქტორი იყო, 1951-53 წლებში ის საქართველოს მწერალთა კავშირს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1967 წლიდან სიკვდილამდე - შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

 

ლეონიძე აქტიურად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსულ, ქართულ-უკრაინულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. მანვე სათანადო კომენტარებით სხვადასხვა დროს გამოსცა სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა", ი. თბილელის "დიდმოურავიანი". ასევე გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI, დ. გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვასა და სხვათა შესახებ.

 

1962 წელს გამოსულმა მოთხრობების წიგნმა "ნატვრის ხემ" ქართველი მკითხველი. სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა. წიგნში მხოლოდ ლეონიძისათვის დამახასიათებელი მდიდარი და პოეტური ნაკადით გაჯერებული ქართული ენით არის წარმოდგენილი მისი ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები. "ნატვრის ხის" მიხედვით 1976 წელს რეჟისორმა თ. აბულაძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით.

 

გიორგი ლეონიძე დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...