მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 გიორგი მაზნიაშვილი (1871-1937) http://i065.radikal.ru/0812/63/e926a92c5f50.jpg დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. დაიბადა 1871 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. მიიღო სამხედრო განათლება და სამსახური დაიწყო მეფის არმიაში, სადაც მას იცნობდნენ გიორგი მაზნიევად. მალე გენერლის სამხედრო ჩინიც უბოძეს. თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა და პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. აქ მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო - წმნდა გიორგის ჯვარი გადასცა, თან სასახლეში მიიწვია. გენერალი მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც თბილისის აღება სურდათ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის არიდება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში და ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო-ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ თეთრგვარდიელებისგან გაათავისუფლა აფხაზეთი. 1918 წლის ოქტომბერში იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. ამავე წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან, მაგრამ ამაოდ... იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკემა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს. მან სასწრაფოდ შეიმუშავა ბრძოლის გეგმა და თურქები აჭარიდან განდევნა. მაზნიაშვილი დიდხანს იყო ემიგრაციაში, თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორის დროს მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლევან1 Posted January 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2009 გიორგი მაზნიაშვილზე ვწერ თემას და თუ ვინმემ იცით რაიმე ისეთი, რაც ინტერნეტში არ არის, გთხოვთ აქ განათავსოთ. აქ რაც ახლა წერია, ყველგანაა, მე მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან საქართველოში ჩამოასახლა ჩინელი (თუ არ ვცდები), რომელსაც იგი პატრონობდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. თუ ვინმეს შეუძლია, დამეხმაროს... და რაც იცით გიორგი მაზნიაშვილის შესახებ, გთხოვთ, ვრცელი ინფორმაცია მომაწოდოთ. წინასწარ გიხდით მადლობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CladheD Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) გიორგი მაზნიაშვილის მემუარები http://www.link.ge/file/277497/mazniashvil...ebebi.djvu.html აღწერილია 18-21 წლის მოვლენები, ასევე საქართველოდან გაძევების პერიოდი Edited January 30, 2010 by CladheD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 CladheD აღწერილია 18-21 წლის მოვლენები, ასევე საქართველოდან გაძევების პერიოდიწაკითხული მაქვს, მაინც მადლობა, ადრე ვეძებდი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.