მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 მიხეილ მესხი (1937-1991) http://s47.radikal.ru/i115/0812/a5/c73d273c21d7.jpg ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" მარცხენა გარემარბი 1955-69 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1965 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1960 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 1964 წელს - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 და 1966 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში, 6-ჯერ შევიდა საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში (1-ელ ნომრად), 35-ჯერ ითამაშა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მიხეილ მესხი გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, ფლობდა თავისებურ ილეთს, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზა"-ს მწვრთნელად და დირექტორად. მის საპატივცემულოდ თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მესხის სახელი დაერქვა. 1998 წელს მიხეილ მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.