Jump to content
Planeta.Ge

ნიკო ნიკოლაძე (1843-1928)


Recommended Posts

ნიკო ნიკოლაძე (1843-1928)

 

http://s48.radikal.ru/i121/0812/d2/cf569b513286.jpg

 

დაიბადა 1843 წელს ქ. ქუთაისში. იყო პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი და საზოგადო მოღვაწე. მეთავეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის წყალსადენის, ქ. ფოთის ნავსადგურის, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის, გროზნო-ფოთის ნავთობსადენისა და სხვა პროექტებს.

 

1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილები ჟურნალ "ცისკარში". 1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1862 წელს საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ძველ და ახალ თაობას შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. პეტერბურგში რედაქტორობდა გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს". 1864 წელს ჟურნალმა "სოვრემენნიკმა" გამოაქვეყნა მისი ნარკვევი "პროვინციული სურათები". იმავე წელს სასწავლებლად წავიდა საზღვარგარეთ. პარიზიდან გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა გაზეთ "კოლოკოლში". ლონდონში შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც შესთავაზა პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულმა ახალგაზრდამ სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიიჩნია. 1866 წელს ჟენევაში გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა". იქვე დააარსა თავისი პირველი გაზეთი "სოვრემენნოსტი". ნ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა პირველი ტომი და რომანი "რა ვაკეთოთ". ციურიხის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე "განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები", რისთვისაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1870 წელს სამშობლოში დაბრუნდა. იყო გაზეთ "დროების" თანამშრომელი. სათავეში ედგა ჯერ ჟურნალ "კრებულს", ხოლო 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც მთავრობამ 1880 წელს დახურა, ნიკო კი სტავროპოლში გადაასახლა. 1886 წელს კვლავ საქართველოში დაბრუნდა და გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა - იყო "მეორე დასის" ხელმძღვანელი, 1894-1912 წწ. ქ. ფოთის მერი. 1917 წლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. 1920 წელს საზღვარგარეთ ხელმძღვანელობდა ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებას. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში და განაგრძო ლიტერატურულ-კრიტიკული საქმიანობა. გარდაიცვალა ნიკო ნიკოლაძე 1928 წელს. 1948 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაარსდა მისი სახლ-მუზეუმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
  • 2 months later...

ეს არის პროექტ ,,საქართველოს დიდი ათეულის" (bestgeorgisns.ge) რედაქციის მიერ მოპოვებული, დამუშავებული და შედგენილი, მისი კუთვნილი მასალები...

 

აღნიშნული მასალები ყოველგვარი ნებართვის გარეშე თქვენს მიერ პირდაპირ გადმოკოპირებულია ამ საიტზე...

 

აუცილებლად მიუთითეთ ავტორი და bestgeorgisns.ge -ს ლინკი http://bestgeorgians.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერის მიერ,

 

როგორც ვხედავ თქვენ უკვე მიუთითეთ ლინკი, ასე რომ პრობლემა ამოწურულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...