მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 წმინდა ნინო (IV საუკუნე) http://i081.radikal.ru/0812/c9/52623ed6874e.jpg ქართლისა და კახეთის გამაქრისტიანებელი, მოციქულთა სწორი. კაბადოკიელი, რომის მხედართმთავრის, ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სუსანას, ერთადერთი ასული. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლები იერუსალიმში გადასახლდნენ. იქ ნინოს მამა, ზაბულონი, ბერად აღიკვეცა, დედა, სუსანა, იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს, სარა ნიაფორს მისცა. სწორედ სარასაგან გაიგო ნინომ, რომ ქრისტეს კვართი საქართველოში იყო. მას შედეგ ნინო საქართველოზე და კვართისათვის თაყვანისცემაზე ოცნებობდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველიო, ნიშნად კი ვაზის ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან ჯვარი საკუთარი თმით შეკრა და საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან ნინოს გზა მცხეთელმა მწყემსებმა მიასწავლეს. მან ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანსაცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და მცხეთაში ჩავიდა. წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა. მის ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. მან დასნეულებული ნანა დედოფალიც კი განკურნა, რის შემდეგაც დედოფალმა ქრისტე ირწმუნა. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაეწურა, ქრისტეს შეევედრა. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს, მცხეთაში დაბრუნებულმა წმიდა ნინო ინახულა და გაქრისტიანების სურვილი გაანდო. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა. წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.