მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 ბექა და ბეშქენ ოპიზარები (XII-XIII) http://s58.radikal.ru/i161/0812/ec/4d936119f403.jpg ქართველი ოქრომჭედლები, რომლებიც მოღვაწეობდნენ XII-XIII საუკუნეებში. ბეშქენი ბექას უფროსი თანამედროვე იყო. წარმოშობოთ ისინი უნდა ყოფილიყვნენ კლარჯეთიდან (ოპიზა კლარჯეთშია), ან თავისი მოღვაწეობით იყვნენ დაკავშირებული ამ ცნობილ სავანესთან. ბექა ოპიზარი, როგორც ჩანს, დიდად მიღებული და დაფასებული ოსტატი იყო, რადგან მას უკვეთავდნენ მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები. მისი სახელი ნამუშევრებზე ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზეა. მას პატივისცემით იხსენიებენ შემკვეთთა წარწერებშიც. დღემდე შემორჩენილია ბექას მხოლოდ ორი ნაწარმოები - ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობა და წყაროსთავის სახარების ყდა. არსებობს ცნობა, რომ მას უნდა მოეჭედა ანჩის სახარების ყდაც, მაგრამ ჩვენამდე მის ამ ნამუშევარს არ მოუღწევია. წყაროსთავის სახარების ყდა XII ს-ის ბოლოს ტბეთის ეპისკოპოსმა გადააწერინა და მოაჭედინა. ყდაზევეა ბექას ხელმოწერაც: "ქრისტე შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ". მიჩნეულია, რომ სახელგანთქმული ანჩისხატი, მაცხოვრის ხეთუქმნელი ხატი, საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა ჩამოიტანა. განსაკუთრებით პატივცემული ხატის მოჭედვა და შემკობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიდად გამოცდილი და აღიარებული ოსტატისთვის შეეძლოთ მიენდოთ, რასაც მოწმობს ხატის წარწერაც: "მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". მოგვიანებით მაცხოვრის ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახის კუთვნილება გახდა, მაგრამ XVII საუკუნეში თბილისში ჩამოიტანეს და დაასვენეს ძველ ეკლესიაში, რომელსაც ამის შემდეგ ანჩისხატის ეკლესია ეწოდა. ამჟამად ანჩისხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, ხოლო წყაროსთავის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. რაც შეეხება ბეშქენ ოპიზარს, მისი ნამუშევარია ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა, რომელიც გელათის მონასტერში ინახებოდა (ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერები მოგვითხრობს, რომ "ოქროპირისა ნივთითა მოიჭედა სახარებაჲ ესე", "მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაჲთა". ნამუშევრის შესრულების მაღალი ოსტატობა მოწმობს, რომ ბეშქენი დახელოვნებული ოქრომჭედელი იყო და როგორც მისი დროის სხვა ოსტატებს, მასაც განვითარებული ჰქონდა დეკორატიული დამუშავების ალღო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.