Jump to content
Planeta.Ge

შალვა რადიანი (1904-1977)


Recommended Posts

შალვა რადიანი (1904-1977)

 

http://s46.radikal.ru/i114/0812/6a/0ce90eed0e2f.jpg

 

ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

შალვა რადიანი (ნამდვილი გვარია შეწირული) დაიბადა 1904 წლის 30 დეკემბერს ოზურგეთში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1926 წლიდან დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნასა და შემდგომ მის საქმიანობაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პერიოდული გამოცემების რედაქციებში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1944 წლიდან რადიანი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში გადავიდა, ჯერ ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის გამგედ, ხოლო შემდეგ უკვე დირექტორად.

 

შალვა რადიანი ავტორია მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომისა. მისი ძირითადი გამოკვლევებია: "თანამედროვე ქართული ლიტერატურა", "ლიტერატურული პორტრეტები", "ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები", "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი", "ახალი ქართული ლიტერატურა", "XX საუკუნის ქართული ლიტერატურა", "სახეები და შთაბეჭდილებანი", "თანამედროვენი" და სხვა. მისი რედაქციით გამოიცა ი.ჭავჭავაძის, რ. ერისთავის, გ. წერეთლის, ი. ევდოშვილის, შ. არაგვისპირელის, ჭ.ლომთათიძის, ვ. ბარნოვის, გ. ტაბიძის და სხვათა თხზულებათა კრებულები ქართულსა და რუსულ ენებზე. ის გახლდათ ასევე ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. აღსანიშნავია, რომ შალვა რადიანის დამსახურებაა მიხეილ ჯავახიშვილის არქივის გადარჩენა - იგი მის მეზობლად ცხოვრობდა და ის, რაც ჩეკისტების ჩხრეკის შემდეგ გადარჩა, უკლებლივ გადასცა დიდი მწერლის ოჯახს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...