Jump to content
Planeta.Ge

ბაჩანა-ნიკოლოზ რაზიკაშვილი (1866-1928)


Recommended Posts

ბაჩანა-ნიკოლოზ რაზიკაშვილი (1866-1928)

 

http://s49.radikal.ru/i126/0812/7c/11f1ea22f83b.jpg

 

პოეტი, პედაგოგი, ქართული ფოლკლორის შემკრები.

 

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. მასწავლებლობდა ვეჯინში, შემდეგ ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში, ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა კახეთში, ქვემო ქედში.

 

მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას შემოქმედების თემატიკას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას ქადაგებდა. ლექსებში "ნატვრა", "ტყის სიმღერა", "მუხა", "ვინა სთქვა საქართველოზე", "ტყვე ბულბული" ბაჩანამ სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცა სამშობლოს მძიმე მდგომარეობა. ამან განაპირობა მის ლექსთა ელეგიური ტონი. მისი პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოვლისშემძლე ძალას. პოემაში "თაღლაურა", "ნანაის სიმღერა", "საფრთხე" პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს. პოემა-რომანში "წაწლობა" ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობა გამოააშკარავა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...