მდა Posted December 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2008 ანდრია რაზმაძე (1889-1929) http://s46.radikal.ru/i111/0812/a6/e1e2b7de9072.jpg ქართველი მათემატიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, თანამედროვე მათემეტიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. 1906 წელს რაზმაძემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, 1910 წელს კი - მოსკოვის უნივერსიტეტი. 1914 წელს ევროპაში სამეცნიერო მივლინების დროს კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერამანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა პირველი შრომა. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ რაზმაძემ შეადგინა მისი სასწავლო გეგმა და მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, აგრეთვე მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, ქართულ ენაზე დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას, იყო წევრი "ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიისა". რაზმაძე ეწეოდა კვლევით მუშაობას მათემატიკური ანალიზის რთულსა და დამამთავრებელ დარგში - ვარიაციათა აღრიცხვაში. 1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. ანდრია რაზმაძე გარდაიცვალა 1929 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.