მდა Posted December 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2008 მაქსიმე რამიშვილი (1903-1987) http://s51.radikal.ru/i133/0812/84/4a1a54d1a3d2.jpg ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა სოფელ სურებში, 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1953-1963 წლებში იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1964 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის პროფესორი და ამპელოგრაფიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მაქსიმე რამიშვილმა აღწერა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის გადაშენებული ვაზის ჯიშები. ველური ვაზის ფორმებიდან გამოავლინა პერსპექტიული ჯიშები, ასევე გამოიყვანა 23 ჰიბრიდული ჯიში, დაამუშავა ნამყენი ვაზის წარმოების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რომელსაც ვაზის უმდიდრესი კოლექცია აქვს (3000 ჯიში). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.