მდა Posted December 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2008 ნოე რამიშვილი (1881-1930) http://s50.radikal.ru/i129/0812/48/c38f4fbb2f37.jpg სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის პირველი თავმჯდომარე. 1902 წლიდან რამიშვილი შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, გაყოფის შემდეგ იყო მენშევიზმის აქტიური მხარდამჭერი. თანამშრომლობდა ქართულ მენშევიკურ გაზეთებში "სხივი", "ერთობა" და სხვა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოსა და პარლამენტის წევრად, იმავე წელს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს რამიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ. ამ პოსტზე 24 ივლისს ის ნოე ჟორდანიამ შეცვალა, ხოლო ნოე რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. პარალელურად, 1919-1921 წლებში, ის იყო განათლებისა და სამხედრო მინისტრი და დამფუძნებელი კრების წევრი. რამიშვილი ხშირად იმსახურებდა ოპოზიციის კრიტიკას მისი მკაცრი რეაქციის გამო 1918 და 1919 წლების გლეხთა გამოსვლებზე, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, რამიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, თუმცა ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ არც იქიდან შეუწყვეტია. იყო პოლონეთის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებული პრომეთეისტული მოძრაობის აქტიური წევრი. ნოე რამიშვილი 1930 წელს ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. დაკრძალულია პარიზში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.