Jump to content
Planeta.Ge

იოსებ რატილი (1840-1912)


Recommended Posts

იოსებ რატილი (1840-1912)

 

http://s60.radikal.ru/i169/0812/29/539c9433ad2a.jpg

 

ჩეხი მომღერალი (ტენორი), ლოტბარი.

 

იოსებ რატილი (ნამდვილი გვარია - ნავრატილი) 1840 წლის 27 თებერვალს დაიბადა პარდუბიცეში. მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მღეროდა პრაღისა და სხვა ქალაქების ოპერის თეატრებში. 1878 წლიდან ის ჰელსინკის ოპერის თეატრში გამოდიოდა.

 

რატილმა გასტროლები გამართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1880 წლიდან ის გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს: ა. ბენაშვილს, ა. ბალანჩივაძეს, ი. კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფ. ქორიძეს, ზ. ჩხიკვაძეს, გაეცნო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს და მოიხიბლა თვითმყოფი, მრავალხმიანი, მდიდარი სიმღერებით.

 

1885 წელს რატილი სათავეში ჩაუდგა ლ. აღნიაშვილის მიერ შექმნილ ხალხური სიმღერის გუნდს. 1890 წელს მან ცალკე გუნდი შეადგინა, რომელთან ერთადაც პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას. ჩაიწერა და დაამუშავა, ასევე, რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერაც.

 

გარდაიცვალა 1912 წლის 17 თებერვალს თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...