Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ რობაქიძე (1882-1962)


Recommended Posts

გრიგოლ რობაქიძე (1882-1962)

 

http://s51.radikal.ru/i133/0812/b0/a1d5926b69e9.jpg

 

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ რობაქიძე ჯერ ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა (საიდანაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გარიცხეს), შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაამთავრა ლაიპციგის (გერმანია) უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მას დიდ დახმარებას უწევდნენ კ. აბაშიძე, გ. ზდანევიჩი და სხვები.

 

1908 წელს გრიგოლი საქართველოში დაბრუნდა და ლექციების კითხვა დაიწყო ქართულ და რუსულ ენებზე. მან პირველმა გაბედა საჯაროდ ქართულ ენაზე ლექციის წაკითხვა, რის გამოც აკაკი წერეთელმა აღნიშნა: "ვხედავ ამ ქართველ ინტელიგენტს, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდიო". ის ქართველი სიმბოლისტების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. 1915 წელს რობაქიძე "ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 1917 წლის კი მისი უშუალო და აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

 

1918-1921 წლებში გრიგოლ რობაქიძე დიდ როლს თამაშობდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1919 წელს მონაწილეობას ღებულობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი.

 

1931 წელს რობაქიძე იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში. იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი.

 

ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", "მეგი". 1937 წელს გამოვიდა რომანი "გრაალის მცველნი". ევროპულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ლექსები, ესსეები: "ვინსენტ ვან გოგი", "ატომის გახლეჩა", "ტექნე და მითოსი", თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსი" გერმანულ ენაზე.

 

რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფ. ნიცშეს შემოქმედებამ. მის ნაწარმოებებს სხვადასხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შ. ცვაიგმა, რ. როლანმა, ნ. კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. განსაკუთრებული წარმატება რობაქიძეს მოუტანა რომანებმა: "გველის პერანგი", "მალშტრემ", "ლამარა", "ლონდა" და სხვა. აღსანიშნავია, რომ 60-იანი წლების დასაწყისში გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, რასაც ხელი მისმა გარდაცვალებამ შეუშალა.

 

გარდაიცვალა 1962 წლის 1 ნოემბერს ჟენევაში. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების, კალისტრატე და ნინო სალიების, თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
უდიდესი ადამიანი :vedreba: :vedreba: :vedreba:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...