Jump to content
Planeta.Ge

ხარლამპი სავანელი (1842-1890)


Recommended Posts

ხარლამპი სავანელი (1842-1890)

 

http://s45.radikal.ru/i107/0812/2d/386cc565abf8.jpg

 

ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესიული სამუსიკო განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

 

1963 წელს სავანელმა დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალის კლასში. აქვე დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას და ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში. 1869 წლიდან ის რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო მღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი იყო.

 

1871 წლიდან სავანელი საქართველოში დაბრუნდა და ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. 1873 წელს სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ამავე წელს გაიხსნა "სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში", რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, ხოლო 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად. სწორედ მის ბაზაზე 1917 წელს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია (ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია).

 

სავანელი გარდაიცვალა და დაკრძალულია პეტერბურგში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...