მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 კალისტრატე და ნინო სალიები (1901-1986, 1898-1993) http://i028.radikal.ru/0812/f8/2be4d0941406.jpg ქართველი ისტორიკოსები, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგები, ქველმოქმედები. კალისტრატე სალია ქართველი ისტორიკოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ხმელთაშუაზღვეთის აკადემიის წევრი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. სალია სწავლობდა ზუგდიდისა და ხაშურის გიმნაზიებში. 1920 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ოკუპირებულ იქნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ, სალია გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტთან არსებული გერმანული ენის ინსტიტუტი. 1924 წლიდან სალია საფრანგეთში გადასახლდა. 1927 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტი. 1948 წლიდან ის მეუღლესთან, ნინო სალიასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ბედი ქართლისა". იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს ("ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა", "ქართული ლიტერატურა", "საქართველო" - ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა, თანაავტორები: ნ. სალია, ვ. ბერიძე, "საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა" და სხვა). უცხოურ ენციკლოპედიებში ბეჭდავდა ქართული სინამდვილის ამსახველ წერილებს, ასევე დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა უცხოელ ქართველოლოგებს. სალია იყო სააზიო, ლინგვისტური, ისტორიის, ბიზანტინისტიკის და სხვა სამეცნიერო საზოგადოებათა წევრი, მეცნიერული პრესის საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1964 წლიდან). კალისტრატე სალიას ნაშრომს "ქართველი ერის ისტორია" საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია მიენიჭა. ნინო სალია ქართველი ისტორიკოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგი, ქველმოქმედი. იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის საკითხებს. ნინო სალია (ქალიშვილობის გვარი ქურციკაშვილი) სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომის დროს ნინო მოწყალების დად მუშაობდა. 1926 წლიდან ის საფრანგეთში ცხოვრობდა. იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგის, კალისტრატე სალიას მეუღლე. 1948 წლიდან ნინო სალია მეუღლესთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ბედი ქართლისა". ის იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის საკითხებს: "ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები", "წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ", "საქართველო - ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა" (თანაავტორები: კ. სალია, ვ. ბერიძე), "პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე". ნინო სალია მეუღლესთან ერთად აქტიურად ეხმარებოდა დამწყებ უცხოელ ქართველოლოგებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შესწირა უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სალიების კაბინეტი-ფონდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.