მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 ნიკო სამადაშვილი (1905-1963) http://i050.radikal.ru/0812/e7/0f81069a0036.jpg მის ნაწარმოებებს უმაღლეს შეფასებას ანიჭებდნენ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი. თვით გალაკტიონიც მას "საქართველოს დიდ პოეტად" აღიარებდა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისი შემოქმედება დღემდე უცნობია. მამით ობოლი სამადაშვილი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ბებიასთან იზრდებოდა. 1917 წელს ნიკომ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა და რომელიც ნიკომ 1924 წელს დაამთავრა. აქ გაიცნო მან ერეკლე ტატიშვილი. სწორედ ამ პიროვნებამ აღმოაჩინა სამადაშვილი, როგორც პოეტი. 1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, საიდანაც ტატიშვილმა წაიყვანა, თავისი ხარჯით აცხოვრებდა და ასწავლიდა. ნიკომ უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, საიდანაც 1928 წელს გარიცხეს. შემდეგ სამადაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში. აქ მან ჩამოაყალიბა მოზრდილთა და მოხუცთა ღამის სკოლა, სადაც ყველა საგანს ასწავლიდა. 1929 წელს თბილისში დაბრუნდა, სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ბუღალტერ-რევიზორად. 1943 წელს ის დაიჭირეს და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროება და უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირე მთელი ცხოვრება თან სდევდა. პოეტის არც ერთი ლექსი მის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. პირველი ლექსი მხოლოდ 1967 წელს დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" - 1973 წელს გამოვიდა, მისი მოთხრობები კი 1989 წელს გამოქვეყნდა. http://s47.radikal.ru/i118/0812/6d/30b81e7c0547.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.