Jump to content
Planeta.Ge

სამასი არაგველი (1795)


Recommended Posts

სამასი არაგველი (1795)

 

http://s44.radikal.ru/i103/0812/c2/1112ec3ac143.jpg

 

სამასი არაგველი გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში, როდესაც ერთმანეთს ქართველებისა და სპარსელების ლაშქარი დაუპირისპირდა.

 

1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი თბილისისკენ დაიძრა. 10 სექტემბერს სოღანლუღთან ბრძოლაში ირანელები დამარცხდნენ, აღა-მაჰმად ხანი გაბრუნებასაც კი აპირებდა, მაგრამ მას მოღალატეებმა შეატყობინეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა.

 

11 სექტემბერს 5 ათასმა ქართველმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა 35 ათას ირანელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ისტორიაში. სპარსელები ისე სწრაფად მოადგნენ თბილისს, რომ ერეკლემ ჯარის თავმოყრა ვერ მოასწრო. უმრავლესობას შეადგენდნენ მოხალისეები. მათ შორის იყო ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა 300 ფშავ-ხევსური და არაგველი გლეხისგან. მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს: "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო". ეს ფიცი მათ პირნათლად შეარულეს. ვაჟკაცურად ეკვეთნენ მტერს, ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის კართან და მეფე ტყვეობას გადაარჩინეს, თუმცა სამასივე გმირულად დაიღუპა. რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა - ქართველები დამარცხდნენ. აღა-მაჰმად ხანმა თბილისი აიღო.

 

300 არაგველის გმირობის აღსანიშნავად, იქ, სადაც თავგანწირვით იბრძოდნენ არაგველები, დგას მათი სახელობის ძეგლი, აგრეთვე თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურს ჰქვია მათი სახელი - "300 არაგველი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...