მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 ლევან სანიკიძე (1925-2001) http://s56.radikal.ru/i153/0812/d6/cf302fe956aa.jpg ქართველი მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლევან სანიკიძემ 1948 წელს დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. იყო ს. ყაუხჩიშვილის ასპირანტი. 1975 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მიიწვიეს. 1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი "პონტოს სამეფო", ხოლო პირველი პიესა "გაიუს გრაკხუსი" 1957 წელს დაიდგა. გარდა ამისა მწერალს ეკუთვნის პიესები: "მედეა", "სპარტაკი", "ქუთათურები", რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. 1976-81 წლებში გამოვიდა ლევან სანიკიძის ყველაზე ცნობილი ოთხტომიანი მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება "უქარქაშო ხმლები", რომელშიც ძალზე საინტერესოდაა მოთხრობილი ჩვენი ქვეყნის ისტორია. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: "ანტიკური ქვეყნების ისტორია", "ამბავი კოლხი ასულისა", "რომის იმპერია", "მარიუსი და სულა", "კვერთხი ეშმაკთა", "კეისარიადა", "სამას-სამასი", "ალექსანდრე მაკედონელი", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "წიგნი მოწამეთა", "პონტოელნი" და სხვა. ლევან სანიკიძე დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.