Jump to content
Planeta.Ge

დავით სარაჯიშვილი (1848-1911)


Recommended Posts

დავით სარაჯიშვილი (1848-1911)

 

http://i052.radikal.ru/0812/92/65aacb450c54.jpg

 

ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

1866 წელს თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო. ერთი წელიწადი სწავლობდა მიუნჰენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-78 წლებში სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას სწავლობდა ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. 1878 წელს სარაჯიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

 

საფრანგეთში ის დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ სარაჯიშვილი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ნიადაგურ-კულტურული გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისთვის.

 

1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც საკონიაკე სპირტს აძველებდა. 1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც სამამულო ნედლეულის ბაზაზე მუშაობდა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, ასევე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 წლებში სარაჯიშვილის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთისა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

 

აღსანიშნავია დავით სარაჯიშვილის ღვაწლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი სახელი უკავშირდება "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...