Jump to content
Planeta.Ge

ვანო სარაჯიშვილი (1879-1924)


Recommended Posts

ვანო სარაჯიშვილი (1879-1924)

 

http://s48.radikal.ru/i120/0812/d2/5ca10977e60e.jpg

 

ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი.

 

1887 წლიდან ვანო სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში. 1898 წელს თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ჩელოს კლასში შევიდა. 1898-1900 წლებში იყო ქართული ხალხური გუნდის (ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი. 1903 წელს ვანო პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი - ა. პანაევა-კარცევასთან. მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში". პარალელურად, 1906-08 წლებში, იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო.

 

1908 წლიდან სარაჯიშვილი თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, სადაც მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში.

 

1910-1920 წლები სარაჯიშვილის შემოქმედების აყვავების ხანა იყო. ის მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია "თავო ჩემო" ფალიაშვილმა დაწერა და ოპერაში შეიტანა სწორედ სარაჯიშვილის თხოვნით.

 

ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ასეთი პოპულარობა მას ულამაზესმა ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა მოუტანა.

 

გადაღებულია კინოფილმ "მამის მკვლელში" (1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია.

 

სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას (1947). დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...