მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 თედო სახოკია (1868-1956) http://i070.radikal.ru/0812/84/4c46f622458b.jpg ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი. 1884 წლიდან თედო სახოკია სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. მან სწავლა განაგრძო ჯერ ჟენევის, შემდეგ კი პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. თედომ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1888 წლიდან ჟურნალ "ივერიაში". 1900 წლიდან ის შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში. მწერალი ბევრს მოგზაურობდა. 1901 წელს რომში თანამშრომლობდა მიხეილ თამარაშვილთან, 1902 წლიდან კი საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის "საქართველოს" თანარედაქტორი იყო. ამავე პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან ("დროება", "სახალხო გაზეთი", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზი"). თედო სახოკია რევოლუციის დასახმარებლად უცხოეთიდან საქართველოში იარაღის ჩამოტანის ბრალდებით დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს, თუმცა მან გაქცევა და უცხოეთში წასვლა მოახერხა. 1916 წელს ის საბოლოოდ ჩამოვიდა სამშობლოში, სადაც აქტიურად იღვწოდა ლიტერატურულ და პედაგოგიურ სარბიელზე. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის უდიდესი შენაძენია თედო სახოკიას თარგმანები: ბოკაჩოს "დეკამერონი", ბარბიუსის "ცეცხლი", ვაზოვის "დამონებულნი", ასევე მოპასანის, ვოლტერის, ზოლას, დოდეს, მირბოს, ანდერსენისა და სხვათა თხზულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ სახოკიამ შეკრიბა და გამოაქვეყნა "ქართული ანდაზები", "ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი" და სხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.