Jump to content
Planeta.Ge

სვიმონ I დიდი (1537-1608)


Recommended Posts

სვიმონ I დიდი (1537-1608)

 

http://i024.radikal.ru/0812/74/0265758c1f24.jpg

 

ქართლის მეფე 1556-59 და 1578-99 წლებში. უფროსი ძე ლუარსაბ პირველისა.

 

გარისის ველზე ბრძოლის წინ თავად ლუარსაბმა გამოაცხადა უფროსი ვაჟი - 19 წლის სვიმონი, მეფედ და მთავარსარდლობაც მას ჩააბარა. ამ დღიდან მოყოლებული ქართლის დიდი მეფე მთელი ცხოვრება სამშობლოს მტრისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა.

სვიმონმა რამდენჯერმე სცადა თბილისიდან ყიზილბაშთა განდევნა, რომელთაც მისივე გამაჰმადიანებული ძმა, დაუდ-ხანი მეთაურობდა, მაგრამ უშედეგოდ.

 

1569 წელს ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილის წყალობით, ყიზილბაშებმა მეფე სვიმონი ტყვედ ჩაიგდეს, ირანში ჩაიყვანეს და ალამუთის ციხეში გამოკეტეს ცხრა წლით. საქართველოში დაუდ-ხანი გამეფდა, მაგრამ ირანმა ვეღარ გაუძლო ოსმალეთის შემოტევას და მიხვდა, რომ ოსმალებთან საბრძოლველად სვიმონზე უკეთეს მეფეს მთელს ამიერკავკასიაში ვერსად ნახავდა. ამიტომ, 1578 წელს სვიმონმა კუთვნილი სამეფო ტახტი დაიბრუნა და ახლა ოსმალებთან გააჩაღა ბრძოლა.

 

ხანგრძლივი და რთული ბრძოლების შემდეგ, 1583 წელს სვიმონმა შეძლო ჯერ თბილისდან, შემდეგ კი სამშვილდედან და დმანისიდან ოსმალთა განდევნა. 1584 წელს 4000 ქართველი მეომრით მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სოფელ ხატისსოფელთან, სადაც 30000 ოსმალი მეომრისაგან შემდგარი ლაშქარი დაამარცხა.

 

ამის შემდეგ სვიმონმა რამდენჯერმე სცადა იმერეთის სამეფოს შემოერთება, მაგრამ იმერეთში გამუდმებული ამბოხის გამო 1590 წელს საბოლოოდ აიღო ხელი ამ განზრახვაზე. აღსანიშნავია, რომ სვიმონ მეფემ მთელს ევროპაში გაითქვა სახელი, როგორც ოსმალეთთან დაუღალავმა მებრძოლმა. მასთან მიმოწერა ჰქონდათ რომის პაპს - კლიმენტი VIII-ს და ავსტრიის იმპერატორ რუდოლფ III-ს.

 

1599 წელს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ III-მ გადაწყვიტა ქართლის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება და საქართველოში უზარმაზარი ლაშქარი გამოაგზავნა ჯაფარ-ფაშას სარდლობით. ნახიდურთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, ხოლო სვიმონი ოსმალებმა შეიპყრეს და სიცოცხლის ბოლომდე იედიყულის ციხეში გამოკეტეს.

 

1603 წელს სვიმონი გარდაიცვალა. მისი ნეშტის დახსნა და სამშობლოში ჩამოტანა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა მოახერხა. სვიმონი მამის, ლუარსაბ I-ის გვერდით დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძარში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...