მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 სოლომონ I (1735-1784) http://s39.radikal.ru/i083/0812/ca/38f9a30e5f43.jpg მეფის მთავარი მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის მოსპობა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში და ოსმალთა უღლისაგან გათავისუფლება. მეფის მიზანმიმართულ პოლიტიკას ვერ ურიგდებოდნენ ძლიერი თავადები. სწორედ ამიტომ, როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ სოლომონი 1752 წელს იმერეთიდან გააძევეს, თუმცა ერთ წელიწადში მეფემ ტახტის დაბრუნება მოახერხა. დიდებულებთან უთანასწორო ბრძოლაში მეფეს ძლიერი მოკავშირეები ესაჭიროებოდა. ამიტომ ის პირველ ცოლს გაეყარა და ოდიშის მთავრის, ოტია დადიანის ქალიშვილ მარიამზე დაიწერა ჯვარი. სოლომონმა გარს შემოიკრიბა დიდი თავადების მიერ შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები და სხვანი. მეფეს მხარს უჭერდა ასევე ეკლესია და წვრილი აზნაურობა. სოლომონმა გლეხობის დიდი ნაწილი სამეფო გადასახადისგან გაათავისუფლა და ამ გზით მათი მხარდაჭერაც მოიპოვა. მეფემ ტყვეებით ვაჭრობა აკრძალა, რამაც ოსმალთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი დაუკავშირდნენ იმერეთის თავადთა ერთ ნაწილს და იმერეთზე გაილაშქრეს. 1757 წლის ხრესილის ბრძოლაში ქართველებმა სძლიეს მტრის ლაშქარს და მეფემ ამ ბრძოლაში დაღუპული ლევან აბაშიძის მამული იმერეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. ამავე წელს სოლომონ I, ერეკლე II და თეიმურაზ II გორში დადეს ხელშეკრულება სამხედრო დახმარების თაობაზე, რამაც სოლომონის ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერა. მოღონიერებული სოლომონის დასამორჩილებლად ოსმალებმა 60-იან წლებში არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს. 1765 წელს მათ სძლიეს მეფეს, თუმცა 1768 წელს, ჩხართან ბრძოლაში კვლავ სოლომონმა გაიმარჯვა და ტახტი დაიბრუნა. მომდევნო წელს მეფემ რაჭის საერისთავო გააუქმა და რაჭის ერისთავების სამფლობელო სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. 1768 წელს სოლომონ II რუსეთს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. 1769 წელს იმერეთში გენერალი ტოტლებენი შევიდა. მეფემ ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის ციხეები და თვით ქალაქი ქუთაისიც გაათავისუფლა დამპყობელთაგან, გადააყენა თურქყოფილი გიორგი V გურიელი და მთავრად მისი ძმა, მამია IV დასვა. სოლომონი განაგრძობდა შინაური საქმეების მოწესრიგებას, რაც დიდად არ მოსწონდათ იმერელ ფეოდალებს. 1788 წელს დიდებულებმა მეფეს შეთქმულება მოუწყვეს. მათი განზრახვა სოლომონის გადაყენება და მისი მემკვიდრის - ალექსანდრეს გამეფება იყო, მაგრამ მეფემ შეთქმულები დაამარცხა და სასტიკად დასაჯა. ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში მეფე ოდიშის მთავარსაც ეხმარებოდა. 1779 წელს რუხის ბრძოლაში იმერეთისა და სამეგრელოს ლაშქარმა ოსმალები დაამარცხა. სოლომონმა რამდენჯერმე ილაშქრა ქვემო გურიაშიც, თუმცა გურიის გათავისუფლება მეფემ ვერ შეძლო. ამის შემდეგ სოლომონი მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.