მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 სოლომონ II (1772-1815) http://s56.radikal.ru/i151/0812/44/5692b0d260d2.jpg იმერეთის მეფე (1789-1810). სოლომონ II გამეფებას წინ დიდი პოლიტიკური ბრძოლა უძღოდა. აღსანიშნავია, რომ სოლომონ I მემკვიდრედ იმთავითვე მისი ძმისშვილი, დავით არჩილის ძე ითვლებოდა, თუმცა მეფის გარდაცვალების შემდეგ იმერელმა თავადებმა მოახერხეს და მეფედ დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს. დავითი დედასთან, ქართლ-კახეთში - ერეკლე II კარზე იზრდებოდა. დავით II თვითმპყრობელური პოლიტიკის მოწინააღმდეგე თავადების, ერეკლე II და ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანის დახმარებით, 1789 წელს მათხოჯის ბრძოლაში დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და გამეფდა სოლომონ II სახელით. სოლომონ II, წინამორბედის მსგავსად, დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, თუმცა მისი ხელისუფლება სუსტი იყო. დავით II განაგრძობდა დაკარგული ტახტისთვის ბრძოლას. სოლომონმა, პირველ რიგში, ოდიშის დამორჩილება სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურის (ახლანდელი ვახანის ახლოს, ხარაგაულის რაიონი) ხელშეკრულების თანახმად სოლომონმა რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა. ფორმალურად სოლომონი ხელისუფლებას ინარჩუნებდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მეფე სრულიად უუფლებოდ დარჩა. მეფე ტახტის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა. 1810 წელს რუსეთის სარდლობამ სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოაცხადა. სოლომონი თანახმა იყო მეფობაზე უარი ეთქვა, სანაცვლოდ მხოლოდ იმერეთში ცხოვრების უფლებას ითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკებებზე მისული მეფე მოტყუებით დაიჭირეს და ჩაიყვანეს თბილისში, საიდანაც სოლომონი გაიქცა და თავი ახალციხის საფაშოს შეაფარა. 1810 წელს მან იმერეთში აჯანყება მოაწყო, რომელშიც მეფის გვერდით თითქმის მთელი იმერეთი დადგა, მაგრამ საბოლოოდ სოლომონი დამარცხდა და იძულებული გახდა კვლავ ახალციხის საფაშოში გადასულიყო, საიდანაც ოსმალეთს გაემგზავრა. ემიგრაციაში ყოფნისას მეფე კვლავ განაგრძობდა ტახტისთვის ბრძოლას. ხან ოსმალეთის, ხან ირანისა და საფრანგეთის დახმარებით ცდილობდა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ. 1815 წელს სოლომონი დევნილობაში გარდაიცვალა. დაკრძალეს ტრაპიზონის წმ. გიორგის სახელობის ბერძნების ეკლესიის გალავანში. 1990 წელს მეფის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.