Jump to content
Planeta.Ge

არჩილ სულაკაური (1927-1997)


Recommended Posts

არჩილ სულაკაური (1927-1997)

 

http://s52.radikal.ru/i136/0812/e8/de69746e0622.jpg

 

ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და "საპატიო ნიშნის" ორდენით.

 

არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

 

1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ მნათობის მთავარი რედაქტორი.

 

პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980).

 

არჩილ სულაკაურის კალამს ეკუთვნის რიგი პროზაული ნაწარმოებებისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან", "ბიჭი და ძაღლი", "ოქროს თევზი", "სალამურას თავგადასავალი" (რომლისთვისაც შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა), "ლუკა" და სხვა.

 

პოეტი გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...