Jump to content
Planeta.Ge

ნიკო სულხანიშვილი (1871-1919)


Recommended Posts

ნიკო სულხანიშვილი (1871-1919)

 

http://s45.radikal.ru/i108/0812/9c/5a1fb6b4e9cb.jpg

 

ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას.

 

1878 წელს ნიკო შეიყვანეს თელავის სასულიერო სემინარიაში, სადაც გალობას ასწავლიდნენ. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი პირველი საკომპოზიტორო ცდები თარიღდება 1886 წლით. მოგვიანებით სიმღერაში ემზადებოდა ცნობილ პედაგოგთან დ. უსატოვთან.

 

1890-1900 წლებში სულხანიშვილი თელავის სასულიერო სემინარიაში მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იქვე ჩამოაყალიბა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი. სწორედ ამ პერიოდში შექმნა თავისი ცნობილი სიმღერა "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად" დ. მაჩხანელის ტექსტზე (სიმღერა ნაწილობრივ სრულდება ი. ჭავჭავაძის ლექსის "გახსოვს ტურფავ" ტექსტით).

 

1900-1912 წლებში ნიკო კვლავ თბილისში ცხოვრობდა. 1902 წელს ის მეცადინეობდა თეორიულ დისციპლინებში თბილისის სამუსიკო სასწავლებელში. 1912-14 წლებში ნიკომ კახეთში იმოგზაურა და ჩაიწერა ხალხური სიმღერები. 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს, ხოლო 1919 - ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას.

 

ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და შექმნა ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები. ზ. ფალიაშვილთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში.

 

1892 წელს ნიკო მუშაობდა ოპერა "პატარა კახზე", რომლის მხოლოდ 2 ნაწყვეტი შემორჩა, მათგან ერთი - ძალზე ცნობილი და პოპულარული სიმღერა "დაიგვიანეს".

 

სულხანიშვილის ყველა გუნდი თანხლების გარეშე სრულდება, ძირითადად ოთხხმიანია და შერეული. მისი საუკეთესო გუნდებია: "გუთნური" (ი. ჭავჭავაძის "გუთნის დედა"), "სამშობლო ხევსურისა" (რ. ერისთავის ლექსზე), "მესტვირული" ა. წერეთლის ლექსზე "ჩონგურს სიმები გავუბი") და სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...