Jump to content
Planeta.Ge

სუხიშვილი და რამიშვილი (1907-1985, 1910-2000)


Recommended Posts

სუხიშვილი და რამიშვილი (1907-1985, 1910-2000)

 

http://s46.radikal.ru/i114/0812/5d/75dabd35c6ae.jpg

 

სახალხო არტისტმა ნინო რამიშვილმა მოცეკვავესა და ქორეოგრაფთან, სახალხო არტისტ ილიკო სუხიშვილთან ერთად დააარსა ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

 

ილიკო სუხიშვილი

 

ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, სახალხო არტისტი.

 

1926 წელს სუხიშვილმა დაამთავრა ქართული ხალხური ცეკვების სტუდია. პარალელურად ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სკოლაში მეცადინეობდა (მ. პერინის სტუდია 1916-21).

 

1926 წლიდან სუხიშვილი ამავე თეატრის მოცეკვავე იყო, ხოლო მომდევნო წლებში - სოლისტი მოცეკვავე და ქართული ცეკვების დამდგმელი. 1933-35 წლებში ოსტატობას სრულყოფდა კ. გალეზოვსკისთან დიდ თეატრში. 1939-41 წლებში იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი, 1937 წლიდან კი - აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი და მოცეკვავე (ს. კავსაძის ხელმძღვანელობით).

 

1945 წლიდან ნინო რამიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, იყო მისი მხატვრული ხელმძღვანელი და დირექტორი, 1954 წლამდე კი - სოლისტი.

 

სუხიშვილის საუკეთესო დადგმათა შორისაა: "ფარცა", "ხორუმი". "ქართული", ქართული და ხევსურული სუიტები, ქორეოგრაფიული კომპოზიცია რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით და სხვა. დაჯილდოებულია შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით, ლენინის ორდენითა და სხვა ჯილდოებით.

 

ნინო რამიშვილი

 

ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ბალეტმაისტერი, სახალხო არტისტი.

 

1922-1927 წლებში რამიშვილი სწავლობდა მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1927 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის კორდებალეტში. ნინო ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერებში: ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დოლიძის "ცისანა", არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე".

 

1939-1945 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, 1945 წლიდან კი - საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე და სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილთან ერთად.

 

ანსამბლთან ერთად ნინო რამიშვილი საგასტროლოდ იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი ანსამბლის ყველა გამოსვლას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა.

 

ნინო რამიშვილის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, ქალური სინაზე და უბრალოება, ხელების განსაკუთრებული, გამომსახველი მოძრაობა. ის ქართული ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მისი საუკეთესო დადგმებია: "ხორუმი", "ანარნარი", "სამაია", "სვანური ცეკვა" და სხვა. დაჯილდოებულია შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა და ლენინის ორდენით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...