Jump to content
Planeta.Ge

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959)


Recommended Posts

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959)

 

http://s40.radikal.ru/i088/0812/f3/01af6412c2a0.jpg

 

ქართველი პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

გალაკტიონი 1900 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში შეუყვანიათ, 1908 წლიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1910 წელს გალაკტიონმა მიატოვა სასულიერო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ჯერ სოფელ ფარცხნალაში, ხოლო შემდეგ - ბათუმის მახლობლად. 1912 წლიდან ის ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში.

 

1918 წელს პოეტი თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში ის საკუთარ ჟურნალს - "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი" - გამოსცემდა, ასევე იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924), სადაც გამოაქვეყნა კიდეც პოემა "მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა", რომელშიც აშკარად ჩანდა მისი გულისტკივილი 1921 წელს განვითარებულ მოვლენებზე. საბჭოთა ხელისუფლებამ პოეტი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასვა, ჟურნალის ტირაჟი კი მთლიანად გაანადურა. ამ დროისთვის გალაკტიონს უკვე ლექსების ორი კრებული ჰქონდა გამოშვებული. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და, განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "ლურჯა ცხენებმა", "სილაჟვარდემ...", "მერიმ" მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ენის დიდებული კეთილხმოვანება.

 

1927 წელს ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება "არიფიონი", რომლის წევრი გალაკტიონიც იყო. 1928 წლიდან პოეტის შემოქმედებაში იწყება ერთგვარი "გარდატეხის პერიოდი" - პოეტი იძულებით წერს პოეტურ ციკლებს: "ეპოქა", "პაციფიზმი", "რევოლუციურ საქართველოს" და სხვა.

 

1928 წელს გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.

 

1935 წელს პოეტმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დაცვის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც ის კონგრესის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

 

1941-45 წლებში გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე. ამავე წლებში შეიქმნა მისი ისეთი გენიალური ნაწარმოებები, როგორიცაა: "ვარდები", "უკანასკნელი ლხინი", "მესხის გამოხედვა", "ვწერ ვინმე მესხი მელექსე", "ზღვა ახმაურდა", "ქებათაქება ნიკორწმინდას", პოემები "აკაკი წერეთელი", "საუბრები ლირიკის შესახებ" და სხვა.

 

1953-57 წლებში გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით.

 

1959 წლის 17 მარტს პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...