Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ტარსაიძე (1857-1904)


Recommended Posts

გიორგი ტარსაიძე (1857-1904)

 

http://s42.radikal.ru/i095/0812/9d/ebb6a711978d.jpg

 

ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, კავკასიის ექიმთა საზოგადოების წევრი.

 

გიორგი ტარსაიძემ 1879 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ერთხანს რაჭაში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ კვლავ ხარკოვში დაბრუნდა ცოდნის გასაღრმავებლად და ექვსი წელიწადი იმუშავა ლ. გირშმანის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში.

 

1888 წელს უკვე დახელოვნებულმა ოფთალმოლოგმა მუშაობა დაიწყო თბილისის "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში".

 

1892 წელს ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა უფასო საავადმყოფო, რომლის დირექტორიც თვითონ იყო გარდაცვალებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ეგრეთ წოდებული "თვალის მფრინავი რაზმები".

 

გიორგი ტარსაიძის სახელობისაა თვალის სნეულებათა რესპუბლიკური საავადმყოფო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...