მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (XV საუკუნე) http://s50.radikal.ru/i129/0812/57/77e8b15c7883.jpg ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. თამარის მეფობიდან მოყოლებული, ფანასკერტელთა საგვარეულო ტაოში სახლობდა, თუმცა XV საუკუნის 60-იან წლებში ზაზა ფანასკერტელი ჯაყელთა საგვარეულოს მძლავრობის გამო იძულებული შეიქნა მამული დაეტოვებინა და ფანასკერტიდან შიდა ქართლში გადასახლებულიყო. ზაზას სახელთანაა დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და მისთვის ეკვდერის მიშენება, მაგრამ ის უმთავრესად ცნობილია, როგორც ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა "სამკურნალო წიგნი - კარაბადინი". მასში დაწვრილებითაა განხილული მედიცინის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები და, რაც მთავარია, მის ძირითად ლიტერატურულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო წყაროები უნდა მივიჩნიოთ. "სამკურნალო წიგნი" ორტომიანი ნაშრომია, სადაც იმ დროისათვის საკმაო სიზუსტით არის გაშუქებული ცალკეულ ორგანოთა დაავადებები და მათი ნიშნები. იგი მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა დარგს. მასში აღწერილია თითქმის ყველა ორგანოს დაავადება და მკურნალობის მეთოდები, იმ ფარგლებში, როგორც ეს შესაძლებელი იყო მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზაზა ციციშვილი იმ დროისათვის მეტად გაბედული სითამამით ხსნის ტვინში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს. ის ვრცლად ეხება ბნედას და ახასიათებს მას როგორც ტვინის პათოლოგიას და არა როგორც "გრძნეულთაგან გამოწვეულს". მკურნალის აზრით, ტვინი არის ადამიანის ორგანიზმის ცენტრალური ორგანო. ის უარყოფს ფსიქიკურ დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლინებად მიიჩნევს. ფანასკერტელს ასევე ჩაუტარებია ლიტერატურული მუშაობა, შეუკრებია და გადაუწერინებია იოანე ოქროპირის "სწავლანი", რაც უდავოდ მისი ფართო მეცნიერული დიაპაზონის მაჩვენებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.