მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 სერგო ფარაჯანოვი (1924-1990) http://s41.radikal.ru/i093/0812/8d/aea518c0f436.jpg ცნობილი რეჟისორი, მხატვარი. 1968 წელს სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო თავისი ერთ-ერთი შედევრი - "ბროწეულის ფერი" - ცნობილი აშუღის, საიათნოვასადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც აღაშფოთა საბჭოთა ხელისუფლება. სერგო ფარაჯანოვი 1942 წელს ჩაირიცხა თბილისის სარკინიგზო სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მაგრამ ერთ წელიწადში მიატოვა ინსტიტუტი და სწავლა თბილისის კონსერვატორიაში, ვოკალურ ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად ის ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა. 1945 წელს ფარაჯანოვი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა, ხოლო 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო). რეჟისორს პირველი დიდი აღიარება მოუტანა ფილმმა "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), რომელიც საფრანგეთში აჩვენეს "ცეცხლის ცხენების" სახელწოდებით. 1968 წელს სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო თავისი ერთ-ერთი შედევრი - "ბროწეულის ფერი" - ცნობილი აშუღის, საიათნოვასადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც აღაშფოთა საბჭოთა ხელისუფლება. 1973 წელს რეჟისორი დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის დაპატიმრებას მაშინვე გამოეხმაურა მსოფლიო პრესა, თუმცა ფარაჯანოვმა სასჯელი სრულად მოიხადა და მხოლოდ 1978 წელს გათავისუფლდა. ის თბილისში დაბრუნდა, თუმცა ძალიან დიდხანს ფილმის გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. 1984 წელს ფარაჯანოვმა დ. აბაშიძესთან ერთად გადაიღო ფილმი "ამბავი სურამის ციხისა", რომელიც როტერდამის ფესტივალზე წარადგინეს. მისი ნამუშევარი "აშუღ ყარიბი" მიუნხენის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. სწორედ ამ ფილმმა დასავლეთ გერმანიის ფესტივალზე მიიღო პრემია "ფელიქსი". 1989 წელს რეჟისორმა ავტობიოგრაფიული ფილმის "აღიარების" გადაღება დაიწყო, რომელიც თბილისისთვის უნდოდა მიეძღვნა, მაგრამ მისი დამთავრება ვეღარ მოასწრო. შემდგომში ეს სერია მ. ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხულის" ნაწილი გახდა. ფარაჯანოვი დაკრძალულია ერევნის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.