მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 ფარსმან I (I საუკუნე) http://s45.radikal.ru/i110/0812/78/46207b773ebe.jpg ფარსმან I მეფობისას იბერიის სამეფო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იყო. იგი ტოლს არ უდებდა პართიის სახელმწიფოს და კავკასიაში პირველობას ეცილებოდა. 36 წელს ფარსმან I რომაელთა დახმარებით სომხეთში შეიჭრა, გააძევა პართიელები და სახელმწიფოს მეფედ ძმა - მირდატი გამოაცხადა. 37 წელს პართიის ხელმწიფემ თავისი ძმის, ოროდის სარდლობით დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა, რომელიც ქართველებმა ფარსმან I სარდლობით სასტიკად დაამარცხეს, თვითონ ოროდი კი ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს. 51 წელს ფარსმანმა საკუთარ ვაჟს, რადამისტს (ღადამს), ბიძა მოაკვლევინა და სომხეთის ხელმწიფედ დასვა, თუმცა რადამისტი სასტიკი მმართველი გამოდგა და ფარსმან I ხშირად უწევდა სომხეთში ლაშქრობა ამბოხებული მოსახლეობის დასაშოშმინებლად. საბოოლოოდ, რადამისტს სომხეთის დატოვება მაინც მოუხდა და იძულებული შეიქნა მამასთან, ქართლში დაბრუნებულიყო. აქ ის ფარსმან I მალევე მოაკვლევინა - შესაძლოა იმის შიშით, რომ შვილს მის წინააღმდეგ შეთქმულება არ მოეწყო. ფარსმან I 68 წელს გარდაიცვალა. მისი ტახტი კი შვილიშვილმა - მირდატმა დაიკავა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.