მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 გრიგოლ ფერაძე (1899-1945) http://i043.radikal.ru/0812/18/95c612d59b28.jpg ქართველი ისტორიკოსი, თეოლოგი. 1918 წელს გრიგოლ ფერაძემ (ცნობილია ასევე არქიმანდრიტ ფერაძის სახელით) თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. შემდეგ ის სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, საიდანაც 1921 წელს სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაგზავნეს. 1925 წელს მან დაამთავრა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი და იმავე წელს ნაშრომისთვის "მონაზვნობის დასაწყისი საქართველოში" მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1927 წლიდან გრიგოლი აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ამავე დროს, ბონის უნივერსიტეტში ის პრივატ-დოცენტის წოდებით კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურისა და ძველი სომხური ლიტერატურის კურსებს. 1932 წლიდან კითხულობდა ქართული ეკლესიის ისტორიას ოქსფორდში, ხელმძღვანელობდა ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის კათედრას მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ფერაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხელნაწერებისა და სხვა ისტორიული დოკუმენტების მოძიების საქმეში. მან ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში გამოავლინა 162 ქართული ხელნაწერი, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში - ისტორიულ-პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. მანვე მიაკვლია გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის ტიპიკონს, ათონზე შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. დიდია გრიგოლ ფერაძის წვლილი ე. თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გატანილი ქართული განძეულობის გადარჩენაში - როდესაც გერმანელებმა იგი ამ განძეულობის შემფასებელ ექსპერტად მიიწვიეს, იცრუა და განაცხადა, რომ ეს ნივთები არავითარ მატერიალურ ღირებულებას არ წარმოადგენდა. გრიგოლს მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული უცხოეთის ჟურნალებში: "ეპისტოლე წმიდისა დიონისიოსი ბრძენმთავრისაი და ათონელთა ეპისკოპოსისაი", "ბესარიონ გაბაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსები" მ. უორდროპის კოლექციიდან, "გიორგი ქართველი ერის შემოქმედებაში (ქართული წარმართობის შესახებ)", "ძველქართული ლიტერატურა და მისი პრობლემა", "ბიბლიის ქართული თარგმანის საკითხისათვის" და მრავალი სხვა. ის გამოსცემდა ჟურნალებს: "ჯვარი ვაზისა" და "პატროლოგია" (პოლონურ ენაზე). მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე თარგმანიც. გრიგოლ ფერაძე დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, როდესაც საკუთარი სურვილით შევიდა გაზის კამერაში მრავალშვილიანი მამის მაგივრად. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. http://s48.radikal.ru/i122/0812/9a/e92c7381db48.jpg http://i074.radikal.ru/0812/03/7ed3e3699d92.jpg http://s47.radikal.ru/i117/0812/bc/bea05b818ce1.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.