Jump to content
Planeta.Ge

ეგნატე ფიფია (1901-1979)


Recommended Posts

ეგნატე ფიფია (1901-1979)

 

http://s44.radikal.ru/i106/0812/94/c4f42b7cb687.jpg

 

ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

"ქართული ქირურგიის მეფედ" წოდებულმა ეგნატე ფიფიამ 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1940-50 წლებში ის განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანჰიგიენის ფაკულტეტებს, ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას, ხოლო 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა იმავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრას. ამასთანავე, 1943-53 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1941 წელს ის თბილისის ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგიც იყო.

 

ფიფიამ ქართულ მედიცინაში დანერგა ღვიძლის მკურნალობის თვისობრივად ახალი მეთოდი. ის სწავლობდა ღვიძლის ექინოკოკს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანების საკითხებს. ფართოდ დანერგა წყლულვანი დაავადების რადიკალური ოპერაცია. მასვე ეკუთვნის ნაშრომები კუჭის პათოლოგიის პრობლემებზე, რისთვისაც 1977 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...