მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 მორის ფოცხიშვილი (1930-1993) http://s54.radikal.ru/i143/0812/db/797e800e8e6a.jpg ქართველი პოეტი. 1954 წელს მორის ფოცხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნებაში", იყო მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, 1982 წლიდან - გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. პოეტმა პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1950 წელს. მისმა ნაწარმოებებმა თავიდანვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება განცდის უშუალობით, ცოცხალი ინტონაციებით, საბავშვო ფოლკლორის ხალასი გარდასახვით და ორიგინალური რიტმიკით. პოეტის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭურავს პატრიოტიზმის მოტივს, მისი პოეზია ყველანაირი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ყველაზე ხშირად მასთან მაინც შეყვარებულები ურთიერთობენ, რადგან პოეტს სიყვარულის ლექსად გადმოცემის საოცარი უნარი გააჩნია. მის ლექსებზე ქართველმა კომპოზიტორებმა შექმნეს პოპულარული სიმღერები. პოეტი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა ს. ესენინის, ნ. ტიხონოვის, ბ. პასტერნაკის, ა. ვოზნესენსკის, ე. ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მორის ფოცხიშვილი, მისი ანდერძისამებრ, დაკრძალულია მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.