მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 ომარ ფხაკაძე (1944-1993) http://s54.radikal.ru/i143/0812/b6/b16255c0ab22.jpg ქართველი სპორტსმენი (ველოსპორტი), სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1979 წლიდან იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპრინტერთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. ის იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ რბოლაში (1965), მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე - საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი, XX ოლიმპიური (მიუნხენი, 1972) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. აღსანიშნავია, რომ ის მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლებს ომარ ფხაკაძე და მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებდნენ. 2000 წელს თბილისის ველოდრომს ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.