Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები - შალვა და ელიზბარი (XVII)


Recommended Posts

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები - შალვა და ელიზბარი (XVII)

 

http://s51.radikal.ru/i131/0812/c0/6a35b22d22d6.jpg

 

XVII საუკუნეში შაჰ აბას I და მისმა ძემ, შაჰ აბას II კახეთი უმოწყალოდ ააოხრეს. ამ კუთხის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ამისთვის ის დაუკავშირდა ქსნის ერისთავებს: შალვას და ელიზბარს და მოკავშირეობაზე დაითანხმა. ბიძა-ძმისწულმა ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი და "მცირედ კახნი".

 

შეთქმულები ღამით თავს დაესხნენ ბახტრიონის ციხეს და მუსრი გაავლეს იქ დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა მიატოვა ცოლ-შვილი და აჯანყებულებს სპარსეთში ძლივს გაასწრო.

 

თუმცა ქართველთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა შეთქმულების თაოსნები მასთან გაეგზავნა.

 

ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა იცოდნენ, რომ შაჰისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ დამპყრობელთან მაინც გაემგზავრნენ.

 

შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები და სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ წმინდანები სასტიკად აწამეს, ბიძა-ძმისწულს თავები მოკვეთეს, ხოლო ბიძინას ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, თუმცა ბიძინა ვერც დამცირებამ გატეხა და ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა მოწამე შუბით განგმირეს.

 

სარწმუნოებისთვის წამებულთა ნეშტის გამოხსნა მხოლოდ მრავალი წლის შემდგომ მოხერხდა.

 

საბოლოოდ, გმირები იკორთის მთავარანგელოზის ტაძარში დაკრძალეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზაალიც იყო აქ და ბაშიაჩუკში როგორც მოწინააღმდეგე ეგრეა გამოყვანილი, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო :|
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...