Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე ქართველიშვილი (1896-1974)


Recommended Posts

ალექსანდრე ქართველიშვილი (1896-1974)

 

http://s58.radikal.ru/i160/0812/2e/a0de72027235.jpg

 

ქართველი ავიაკონსტრუქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი.

 

დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის, მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს. 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების "Bernard" და "Ferbois" შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 

1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. მათ ერთად ააწყეს ხომალდი, რომელსაც "Uncle Sam" უწოდეს. 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში "Fokker American Company". 1931 წელს შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც ასევე თბილისში იყო დაბადებული და იმხანად უკვე თავის კორპორაციას "Seversky Aircraft Corporation" მართავდა. ის იყო მისი პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი, ქართველიშვილი კი - ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

 

ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ააწყეს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები, როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.

 

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

 

ალექსანდრე ქართველიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.

 

http://s51.radikal.ru/i132/0812/fa/73e299289b11.jpg

 

http://s59.radikal.ru/i164/0812/0a/e1587a694798.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...