Jump to content
Planeta.Ge

ბესარიონ ქებურია (1870-1958)


Recommended Posts

ბესარიონ ქებურია (1870-1958)

 

http://i021.radikal.ru/0812/e5/cad1b5a18bb7.jpg

 

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი. სსრკ დამსახურებული მფრინავი (1931). 1898 წელს პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება. მუშაობდა ორენბურგ-ტაშკენტის, ბორჯომისა და ყარისის რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე (1905). 1908 წელს პირველად იფრინა საკუთარი კონსტრუქციის პლანერით თბილისში (საბურთალოზე). 1910 წელს პარიზში მიიღო ავიატორის დიპლომი. ამავე წელს ჩაატარა საჩვენებელი გაფრენა ვარშავაში, მოსკოვში, სარატოვში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. "ბრელიო მე-12-ის" ბაზაზე ააგო საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანი (1910), რომლითაც 1911 წლის 22 ნოემბერს თბილისში იფრინა 31 წუთი. 1912 წელს მოახდინა სარეკორდო გაფრენა (ავიდა 1500 მეტრზე). 1913 წელს ჩაატარა რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა თბილისში. 1914 წელს თბილისიდან ქუთაისში გადაფრინდა და სურამის უღელტეხილს 2000 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა. შემდეგ იფრინა ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკში, სოხუმში. 1923 წელს ქებურიას ხელმძღვანელობით გაიხსნა საჰაერო ტრასა თბილისი - ბაქო, თბილისი - სოხუმი, მოსკოვი - თბილისი, თბილისი - ქუთაისი - ბათუმი. ამავე წელს აირჩიეს "საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოების" თავმჯდომარედ.

 

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა. ქებურიას ძეგლები დგას ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში.

 

გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია ჩხოროწყუში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...