Jump to content
Planeta.Ge

ლეო ქიაჩელი (1884-1963)


Recommended Posts

ლეო ქიაჩელი (1884-1963)

 

http://s53.radikal.ru/i140/0812/dd/ef8eabdeffd7.jpg

 

ქართველი მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარია ლეონ შენგელაია.

 

ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1904-05 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ 1905-07 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან და ერთ ხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში, 1912 წელს კი გაემგზავრა შვეიცარიაში და სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წ. დაბრუნდა საქართველოში. იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რედაქტორობდა ჟურნალ "ლომისს".

 

ლეო ქიაჩელმა წერა დაიწყო მოდერნისტული ნოველებით, რომლებშიც აშკარად იგრძნობა სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი მოტივები.ქიაჩელი აღწერდა მხატვრულ სიმართლეს და ქმნიდა პიროვნების ფსიქოლოგიურ სურათს. მოთხრობებში - "თავადის ქალი მაია" - მან ასახა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა, "ჰაკი აძბა" - ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი. 1916 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი "ტარიელ გოლუა". განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა რომანმა "გვადი ბიგვა". მისი თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

 

ლეო ქიაჩელი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...