Jump to content
Planeta.Ge

გერონტი ქიქოძე (1885-1960)


Recommended Posts

გერონტი ქიქოძე (1885-1960)

 

http://i023.radikal.ru/0812/49/9b688af593b7.jpg

 

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე.

 

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, 1903 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა. ჯერ სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტებში ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

 

პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს ჟურნალ "მოგზაურში". ლიტერატურული მოღვაწეობა კი 10-იანი წლებიდან დაიწყო. ქართულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებსა და ესეებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1927-28 წლებში იყო ლიტერატურული დაჯგუფების "არიფიონის" ერთ-ერთი მოთავე, ალმანახ "არიფიონის" რედაქტორი.

 

ქიქოძის შრომებს შორის აღსანიშნავია "წერილები ხელოვნებაზე", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "მოგონებები, სიტყვები, წერილები", "ეტიუდები და პორტრეტები".

 

ქიქოძე ფართოდ განათლებული მწერალი და მკვლევარი იყო. თანაბრად ღრმად იცნობდა ევროპის ძველ თუ ახალ ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას. ერთი მხრივ, მსოფლიო ფილოსოფიის აზროვნებისა და კულტურის, მეორე მხრივ, ქართველი ერის ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების საფუძვლიანი ცოდნა იქცა იმ საძირკვლად, რასაც დაეყრდნო მწერლის მემკვიდრეობა. ქიქოძე აღიარებული იყო ქართული კრიტიკული აზროვნების მეტრად. მისი წერილები და ნარკვევები სანიმუშოა თავისი სიღრმით, სისადავით, ლაკონურობით. ქართულ მემუარულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა ქიქოძის "განთიადიდან შუადღემდე".

 

გერონტი ქიქოძე დამსახურებულად არის მიჩნეული შეუდარებელ მთარგმნელად. ა. ფრანსის "ღმერთებს სწყურიათ", სტენდალის "იტალიური ქრონიკები", ა. დოდეს "წერილები ჩემი წისქვილიდან" თუ სხვა კლასიკური ნაწარმოებების ქიქოძისეული თარგმანი არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურისა და ენის განვითარებისათვის, ვიდრე მაღალმხატვრული ორიგინალური ნაწარმოებები.

 

გერონტი ქიქოძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...