მდა Posted December 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2008 სერგო ქობულაძე (1909-1978) http://s40.radikal.ru/i090/0812/c1/7d1140efc2c9.jpg გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, ფერმწერი. საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიიის ლაურეატი. ხატვის პირველი გაკვეთილები თბილისში მიიღო ნ. სკლიფოსოვსკისა და ბ. შებუევის სტუდიებში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. მეტად მნიშვნელოვანია ქობულაძის ღვაწლი ქართული წიგნის გრაფიკის განვითარებაში. მას ეკუთვნის შოთა რუსთაველის ორი პორტრეტი და "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები. ავტორია უილიამ შექსპირის ტრაგედიების ულუსტრაციებისა. 1931 წლიდან მუშაობდა თეატრის მხატვრად. სისტემატიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში (ვენეცია, ლონდონი და ა.შ.). მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, სურათების ეროვნულ და ტრეტიაკოვის (მოსკოვი) გალერეებსა და კერძო კოლექციებში. სიცოცხლის ბოლო წლებში ქობულაძე ეწეოდა კვლევით სამუშაოს. გამოკვლეული აქვს ქართული საეკლესიო კედლის მხატვრობის, კერძოდ, ყინწვისის ანგელოზის გეომეტრიული აგების წესი, შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა (მცხეთის ჯავარი, ატენის სიონი) პროპორციების კანონზომიერება. გამოცემული აქვს ნაშრომი "ანტიკური და შუასაუკუნეების ძეგლთა კომპოზიციური აგებულების შესახებ". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.