Jump to content
Planeta.Ge

ქაზიმ ქოიონჯუ (1972-2005)


Recommended Posts

ქაზიმ ქოიონჯუ (1972-2005)

 

http://s57.radikal.ru/i158/0812/c6/21e9ef2748e3.jpg

 

ლაზი მუსიკოსი, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენასა და შენარჩუნებაზე.

 

დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ექვსი დედმამიშვილისაგან ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმშვიდითა და მუსიკის სიყვარულით, 13 წლიდან გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში. სწავლა განაგრძო სტამბულის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა იქ მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, რომ სტამბულში გადასულიყო. 20 წლისამ სწავლა შეწყვიტა და თავი მუსიკას მიუძღვნა. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.

 

1992 წელს ალი ელვერთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფს "დიმეინ". დიდ ყურადღებას უთმობდა ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა როკს მაინც ვერ უღალატა და მსმენელს ლაზური მუსიკისა და როკის სინთეზს სთავაზობდა. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ზუღაში ბერეფი" (ზღვის შვილები). ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ, როცა თურქეთში მცხოვრებთათვის სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო.

 

1995 წელს "ზღვის შვილებმა" პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი "ვა მიშქუნან" (არ ვიცით) დაარქვეს, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში. 1998 წელს გამოვიდა მეორე ალბომი სახელწოდებით "იგზას" (გზაში), რომელიც წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მათ 130 კონცერტი ჰქონდათ ჩატარებული და ორი ალბომი ჩაწერილი.

 

ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმმა სოლო მოღვაწეობა განაგრძო. ხშირად ესწრებოდა ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებდა. 2002 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი "ვია" (ზღვის ტალღებზე მონავარდე), ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი - "ჰაიდე".

 

2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოვიდა. აქ განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყეს, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მომღერალზე.

 

ქაზიმს ხშირად უწოდებდნენ მომღერალ "ბულბულს". მის მიერ ნამღერი "სელემინა", რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, კოლხური კულტურის გამოძახილია.

 

2005 წელს ქაზიმს ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ დანებდა, თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა. ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი "ტრაპიზონ სპორტისთვის". 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი სტაბულიდან ტრაპიზონში გადაასვენეს, პროცესიას მეგრული სიმღერა "დიდოუ ნანა" მიაცილებდა. ტრაპზონში ლაზი მომღერლის ცხედარს 60 ათასი ადამიანი დახვდა.

 

ქაზიმ ქოიონჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...