მდა Posted December 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2008 ოთარ ქორქია (1923-2005) http://i053.radikal.ru/0812/7d/46ef8d200280.jpg ქართული საკალათბურთო სკოლის ყველა დროის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი. კალათბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, 1953-55 წლებში კი ნაკრების კაპიტანი. იგი იყო ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის ოქროს მედალოსანი და საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი. ამას გარდა, ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს უნივერსიადაზე. მუშაობდა თბილისის "დინამოს" უფროს მწვრთნელად, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მიაღწია უდიდეს წარმატებას - 1962 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ქორქია იყო საკალათბურთო სკოლის ყველა დროის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, კალთბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში იგი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ კალათბურთელად აღიარეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.