მდა Posted December 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2008 არჩილ ქურდიანი (1903-1978) http://s59.radikal.ru/i166/0812/82/e1f2698ba09a.jpg არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. მისი ნამუშევრებია: საქართველოს პავილიონი საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოსკოვში, თბილისში - ეროვნული სტადიონი, ტელეცენტრი, სასტუმრო ინტურისტი ქალაქ გორში და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები. არჩილ ქურდიანმა თანამედროვე არქიტექტურაში დანერგა ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი თაღთა პროპორციული გადაწყვეტა, კომპოზიციური წყობა, ქართული იერი შეუნარჩუნა თანამედროვე ნაგებობებს. მის ნამუშევრებში თვალშისაცემია სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და ეროვნულობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.