მდა Posted December 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2008 ილია (ილიკო) ქურხული (1885-1954) http://s47.radikal.ru/i117/0812/58/6472fc319968.jpg მოხეტიალე მუსიკოსი (მესტვირე, მევიოლინე, მომღერალი). 1906 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვიოლინოს განხრით. აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის, მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკურ სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პიესებს), შემდეგ კი რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. ფეხით შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, ასევე ფინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო საქართველოში მოგზაურობა. 1921-27 წელბში იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში. სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. 1927 წელს დაბრუნდა თბილისში და შეუდგა თავისი იდეის - მუსიკა ხალხს! - რეალიზებას. თბილისის ეზოებსა და ქუჩაბანდებში მართავდა პროფესიული დონის სახელდახელო კონცერტებს, ლექციებს, ეწეოდა ქართული მუსიკის პროპაგანდას. გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. შეისწავლა ხალხური საკრავების აგებულება, ზრუნავდა ქართული ხალხური საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებისათვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.